სასწავლო პროექტი


საოცარი ცხოველები

პროექტის მთავარი იდეა: გაეცნობიან ცხოველთა ბიომრავალფეროვნებას. ცხოველების დახასიათებას გამორჩეული ნიშან–თვისების მიხედვით.

პროექტის აქტუალობა. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით რომ ბავშვები კარგად გაეცნონ ცხოველთა მრავალფეროვნებას განუვითარდებათ დაკვირვების და შედარების უნარი. მოსაზრებების გამოთქმის უნარი მსგავსება განსხვავების აღწერა.

პროექტის მიზნები: დაკვირვების უნარის განვითარება ცხოველების შეფერილობის მნიშვნელობის განსაზღვრა. ცხოველების დახასიათება გამორჩეული ნიშან–თვისებით.

მონაწილეთა ასაკი: 8–9 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები:
ბავშვები გაეცნობიან საოცარ ცხოველეებს, გაიღრმავებენ ცოდნას ცხოველების შესახებ. განუვითარდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, წყაროების შედარების, მონაცემთა ანალიზის, ორგანიზებულობის, შემოქმედებითობის, პრაქტიკულ ქმედებათა უნარები.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სასკოლო  სახელმძღვანელო [ბუნება მე–4 კლასი] თაბახის ფურცლები და კალმები

პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1.
სამიზნე ჯგუფს გავაცნობ პროექტის თემას– საოცარი ცხოველეები და მიმოვიხილავ ზოგად ჭრილში. საუბრის შემდეგ მოსწავლეები შეეცდებიან გაიხსენონ თემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ვინ უკეთ ფლობს ინფორმაციას, ვინ ხატავს, ვის აქვს ორიგინალური ხედვა.
აქტივობა 2. დავავალებ პროექტის შესახებ ჩამოცერონ კონკრეტული კითხვები;
ა] დახატე შენი საყვარელი ცხოველი.
ბ] რა ფერია
გ] სად ცხოვრობს.
გ] რას ჭამს.
ატივობა 3. შევქმნი ორ ჯგუფს და გავუნაწილებ დავალებებს. მოსწავლეებს მივუთითებ  ინფორმაციის წყაროებს.
ჯგუფი სახელმღვანელოში
ჯგუფი კომპიუტერით
აქტივობა 4. მოსწავლეები  უკვე იწყებენ ინფორმაციის შეგროვებას, იწყებენ ჩანაწერების წერას,რომ ის ცოცხალი არსებაა, ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ უამრავი ნიშნებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. არსებობენ საოცარი ცხოველები.
აქტივობა 5.
მოძიებული ინფორმაციების წარმოდგენა.
აქტივობა 6.
პროექტის პრეზენტაცია (მოსწავლეებისათვის, მშობლებისთვის.

აქტივობა 7. პროექტის შეჯამება–შეფასება.

საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოცემული პროექტის საშუალებით ვახდენთ ბუნებასთან, ხელოვნებასთან ინტეგრირებას. დაგეგმილი სასწავლო პროექტი უკავშირდება საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარს.

პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან კვერღელიძე.

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: qetevankvergelidze@gmail.com